წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის საჭიროებაზე საუბრობენ, – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და ვიდეო მასალას ავრცელებენ.
რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? – დავუკავშირდით წალკის მერს, ილია საბაძეს. მისი ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და ნამქერის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლოა გზები დროებით ჩაიკეტოს, თუმცა ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული და ქარის ჩადგომისთანავე გზებს გაწმენდენ.
“მარილი იყრება ყველგან სადაც საჭირო არის. იხსნება გზები ყველგან სადაც შესაძლებელია გახსნა. ძლიერი ქარია და რომელიმე სოფელში შეიძლება იყოს ჩაკეტილი ნამქერის გამო. ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული, როცა ჩადგება ქარი აუცილებლად გაიხსნება. ყველა მიმართულებით გახსნილია გზა, შეიძლება გაწმენდიდან ერთი ან ნახევარი საათის შემდეგ ქარმა მიაყარა,” – ამბობს საბაძე.
_______
აქვე გეტყვით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 21 იანვრიდან, ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდა) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.