ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას პარლამენტში 88 პირმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატებიც, ანტონ ობოლაშვილი(სამცხე) და სამველ მანუკიანი(ჯავახეთი).
რა მიზეზით დაუჭირეს მათ მხარი ამ გადაწყვეტილებას? კითხვით ჩვენ ანტონ ობოლაშვილს დავუკავშირდით. იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, ჯგუფში მოითათბირეს.
იგივე კითხვაზე პასუხის მიღებას ჩვენ სამველ მანუკიანისგანაც შევეცადეთ, თუმცა იგი მთელი დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა.