რა პრობლემები შექმნა მოუწესრიგებელმა სანიაღვრემ სოფელ სამებაში

January 21, 2025

,,დღეს სოფელ სამებაში გზა რომ გაწმინდეთ ყინულის საფარისგან და თან ასურათებდი რომ დავალება შეასრულეთ.მაშინ მიპასუხეთ ეს რაა? როცა ყველა სანიაღვრე არხის გამავალ მილს კეტავ და იქვე მყოფ მაცხოვრებელს ავიწროებ.თქვენ რა სურათები გაუგზავნეთ საგზაო დეპარტამენტს არ ვიცი მაგრამ ესაა რეალური სურათი. ამას არც საგზაო დეპარტამენტი და არც გამგეობა მოგიწონებთ ნამდვილად. ამიტომ ხვალ კეთილი ინებეთ ამოდით და ეს გზა მოაწესრიგეს როგორც საჭიროა .ასე იხდით ვალდებულებებს“.

,, გთხოვთ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიაქციოთ ყურადღება.“ – ეს პოსტები წალკის სოციალური ჯგუფში სოფელ სამების მკვიდრმა დაწერა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარებას სთხოვდა.

TOK.TV- ის რედაქცია პოსტის ავტორს დაუკავშირდა. სოფელი სამების მკვიდრი რომან შავაძე გვიყვება რომ მის სახლთან სოფელ სამებაში მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო გზა იტბორება, გზიდან წყალი მის ეზოშიც ჩადის. შავაძე ამბობს რომ ყინულად გარდაქმნილი წყალი საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს, მძღოლებს, საავტომობილო გზა ყინულის მასის გამო ცალმხრივი ხდება, ისე მისი ოჯახის წევრებს, რადგან წყალი მის ეზოშიც ხვდება, იყინება და იყო შემთხვევა როცა ყინულზე ბავშვიც წაიქცა. არ ვიცი ვის დაქვემდებარებაში ის სამსახური, ვინც ადგილზე იყო ამოსული, ვითომ გაწმინდეს, ყინული მოანგრიეს და კი არ გაიტანეს ადგილიდან ჩემს მხარეს არსებული არხიც დალუქეს. მაგას გათხრა-გამოთხრა კი არა, გაკეთება და გაწმენდა უნდა წყალი რომ არ დადგეს. მამაჩემი წმენდდა მერე სანიაღვრეს წყალი რომ არ დაგუბდეს. გამგებელს მივმართე და ჩავაყენე საქმის კურსში. გამგეობასაც შევატყობინე. ჩემი მოთხოვნა ასეთია: გაწმინდონ ჭა წყალი რომ გავიდეს, ყინული გაიტანონ ტერიტორიიდან , წყალი იქცევა ყინულად, ყინული კი ხდება პრობლემა ყველასთვის.

ჩვენი რედაქცია სოფელ სამების გამგებელს ჯულიეტა ჩხეტიანსაც დაუკავშირდა. მისი თქმით პრობლემის შესახებ იცის, უკვე ესაუბრა პასუხისმგებელ პირს და მომდევნო დღიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.კითხვაზე, რამ გამოიწვია პრობლემა და რატომ ხდება წყალი გზაზე, ჩხეტიანი ამბობს რომ საწრეტები გაიჭედა.

TOK.TV -ი თემაზე მუშაობას განაგრძობს და სიახლისთანავე მასალა განახლდება.

Tags: ,