ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის განსაკუთრებული სამიზნე ხშირად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, თუმცა ზოგიერთი ცრუ შეტყობინება მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად ვრცელდება. მაგალითად, თითქოსდა ევროკავშირის ღირებულებები შეუთავსებელია ქართულთან, ან თითქოს და ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ გაგრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებით და საქართველოს მათი დათმობა მოუწევს.
მსგავსი სიყალბის გაქარწყლებასთან ერთად სამოქალაქო და სამთავრობო სექტორი მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებაზე მუშაობს. ამ მიზნით დღეს
ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის ბიუროში პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი შეხვდა.
პროექტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.