„ახალციხეში გვინდა, იყოს ისეთი ადგილი, სადაც ყველა აკეთებს იმას, რაც უნდა.”
„კარგს და უკეთესს გახდის ახალციხეს ერთი კინოთეატრიც კი.”
„ჩამოყალიბდეს ახალგაზრდების კლუბი, სადაც შეიძლება ბენდიც შეიკრას. ახალციხის ბენდი იქნება ძალიან მაგარი.”
ახალციხელი ახალგაზრდები საუბრობენ საკუთარ ქალაქზე – სურვილები, ოცნებები და მომავალი.
“თევზებმაც კი უნდა უყურონ კინოებს,” – ახალციხელ ახალგაზრდებს კინოთეატრი სურთ
“ეს [ფილმები] არის ხელოვნება. იმ დონეზე დიდი რაღაცა არის ხელოვნება, რომ არასდროს და ვერსად ვერ იქნება ზედმეტი,”
“თევზებმაც კი უნდა უყურონ კინოებს,” – ახალციხელ ახალგაზრდებს ქალაქში კინოთეატრის გახსნა სურთ.
თეკლა და ბექა ახალციხეში, რუსთაველის 124-ის მიმდებარე შენობაში არიან. აქ შენობაში ერთ დროს საბჭოთა მესაზღვრეებისთვის კლუბი იყო მოწყობილი, რომელიც კინოთეატრის როლსაც ითავსებდა.
ახლა შენობა უფუნქციოა, ძველი დროიდან მხოლოდ სცენა და მიმდებარედ დაზიანებული ფირები შემორჩა.
თეკლასთან და ბექასთან ერთად ახალციხეში კინოთეატრის მოწყობის სურვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების 56 %-ს აქვს, აღნიშნული ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის კვლევაშია ასახული.
Რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას? Აპირებს თუ არა უწყება 4 წლის წინ ახალგაზრდების მიერ გამოკვეთილი სურვილის შესრულებას? – კითხვები ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დავუსვით.
მერის თქმით, კინოთეატრის მოწყობისთვის რუსთაველის 124-ში არსებული შენობა განიხილება, რომლის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის აშენებას გეგმავენ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შემუშავება, რომელიც აგვისტოს თვეში მიეწოდება საპროექტო ორგანიზაციას. როდის დაიწყება პროექტის განხორციელება და რა თანხა დაიხარჯება ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
მეტ დეტალს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
ასევე, სიუჟეტში გაიგებთ თუ როგორია კინოს როლი საზოგადოების ფორმირებაში და კინოთეატრი როგორც სოციალიზაციის სივრცე
ახალციხეში ახალგაზრდები ფრენბურთის მოედნის მოწყობას ითხოვენ
“იქნებ ვიასპარეზოთ საქართველოს მასშტაბით” – ახალციხეში ახალგაზრდები ფრენბურთის მოედნის მოწყობის საჭიროებაზე საუბრობენ
ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი
ბარბარე, ლუკა და ნატალი ახალციხეში, ე.წ ლტოლვილების დასახლების მიმდებარედ მინდორზე შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ მსგავსი ღია სივრცე ხელსაყრელია იმათთვის, რომ ფრენბურთის მოედანი მოაწყონ.
ამ ეტაპზე ქალაქ ახალციხეში ფრენბურთის მოედანი არ აქვთ. ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები ან ფეხბურთის მოედანზე, ან მინდორზე თამაშობენ. მუნიციპალიტეტში არ არის მწვრთნელი და არ ფუნქციონირებს ფრენბურთის შემსწავლელი კლუბი.
რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას და აპირებენ თუ არა ახალგაზრდების ინიციატივის გათვალისწინებას და მოედნის მოწყობას? -კითხვებით მერიას დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ გეგმავენ ახალციხეში არსებული სპორტსკოლის რეაბილიტაციას, სადაც მოაწყობენ ფრენბურთის მოედანს. კონკრეტული თარიღები ამ დროისთვის უცნობია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფრენბურთის განვითარება რეგიონებში და ამ სპორტის პოპულარიზაცია? – გვესაუბრება საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თამარ გიორგობიანი.
სანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ახალგაზრდებმა ფრენბურთის სათამაშოდ მოედნის იმიტაცია გააკეთეს, მათ ჩვენს შევუერთდით და ფრენბურთიც ვითამაშეთ:
დასასვენებელი სკვერი ყველასთვის
დასასვენებელი სკვერი ყველასთვის – როგორი გსურთ იყოს ახალციხის სკვერი?
კითხვა რამდენიმე ახალგაზრდას დავუსვით
ნახეთ ვიდეო
როგორი ბიბლიოთეკა სურთ ახალგაზრდებს
ბევრი თანამედროვე და იშვიათი წიგნი, ელექტრონული ვერსიები, აუდიო წიგნები, სამეცადინო და მოსასვენებელი სივრცეები
ამ სიუჟეტიდან გაიგებთ, როგორი ბიბლიოთეკა სურთ ახალგაზრდებს
როგორი ბიბლიოთეკაა ჩიკაგოში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში
რა არის “არბაითენ ინ ევროპა”
ნახეთ სიუჟეტი
ახალციხის ჭალებში, მშვიდ და ლამაზ გარემოში ახალგაზრდები საყვარელ წიგნებისა და სასურველ ბიბლიოთეკაზე სასაუბროდ ხვდებიან.
აღწერენ თუ როგორი ბიბლიოთეკა სურთ, ბევრი თანამედროვე და იშვიათი წიგნით, ელექტრონული ვერსიებით, აუდიო წიგნებით, სამეცადინო და მოსასვენებელი სივრცეებით.
ახალგაზრდებს ახალციხეში არსებული ბიბლიოთეკაც ძალიან მოსწონთ, თუმცა გვეუბნებიან, რომ წიგნთსაცავში ზოგიერთი ნაწარმოები არ აქვთ, ზოგიერთის კი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია. ამბობენ, რომ ბიბლიოთეკაში მონიტორებიც არის დამონტაჟებული, თუმცა მათი გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ მიზეზების გასარკვევად ახალციხის მერიას დავუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოში ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნსაცავთან აღარ ასოცირდება. მაგალითად ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 800 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, მხოლოდ სამკითხველო სივრცეს ეთმობა, რომელიც შუშის გუმბათის ქვეშ არის მოწყობილი. გარდა ამისა, ოფიციალური ცნობებით, ამ ბიბლიოთეკის მიწისქვეშა საცავში 3,5 მილიონზე მეტი წიგნია შენახული, რომლის მოძიება რობოტების საშუალებით არის შესაძლებელი.
იაპონიაში, სეიკეის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზებს ამ ფორმით შეხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ სივრცეები იზოლირებულია და ხმაურისგან დაცულია შესაძლებელია კითხვა ასევე სხვადასხვა პროექტზე, კვლევაზე მუშაობა და დისკუსიების გამართვა.
1945 წლიდან ფუნქციონირებს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში არსებული საჯარო ბიბლიოთეკა, სადაც 10 მილიონზე მეტი ტომი ინახება. ბიბლიოთეკაში აგრეთვე დაცულია სამხრეთ კორეის ეროვნული საგანძური.
სწორედ სეულის ბიბლიოთეკის მსგავსი ბიბლიოთეკა სურთ ახალციხელ ახალგაზრდებს. გარდა ამისა, ჩვენი რესპონდენტები მიუთითებენ წიგნის საჯარო განხილვის და თანამედროვე მწერლების მონაწილეობით ღონისძიებების აუცილებლობაზეც.
რამდენად განიხილავს ახალციხის მერია თანამედროვე სტანდარტებით ახალი ბიბლიოთეკის აშენებას, ან არსებულის განახლებას? – კითხვებით მუნიციპალურ ორგანოს დავუკავშირდით. მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
თანამედროვე სამყარო დიდი ხანია ეძებს, აუდიტორიასთან ურთიერთობის ახლებურ ფორმებს, მათ შორის ერთ-ერთ ინოვაციურ პროექტად შეგვიძლია “არბაითენ ინ ევროპა” (ხმების არქივი) დავასახელოთ, რომელიც არასტანდარტული ფორმით, გასული საუკუნის 40-იან წლებში დაბადებული გავლენიანი ადამიანების ხმებს აგროვებს და ინტერვიუების სახით მსოფლიოს უნახავს. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ქართველ ხელოვანებს, ელდარ შენგელაიას და ბესიკ ხარანაულს.