ეს სოფელი საყდრიონია, წალკის მუნიციპალიტეტი.
TOK TV ადგილობრივ მოსახლებას ხვდება – რომ პირიქით, მათი კითხვები მოისმინოს, იმ პრობლემებზე და საჭიროებებზე, რომლებზეც პასუხები გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, და ზოგადად პოლიკიტოსებისგან არ ესმით.
საკითხები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა აქ აყენებს, ნაწილობრივ ჰგავს სხვა რეგიონებში მოსმენილ პრობლემებს – დასაქმების პრობლემა, ინფრასტრუქტურა, განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნებასთან დაკავშირებული თემები.
ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ამ პრიორიტეტულ საკითხეზე არც გეგმები იციან, ვერც ცვლილებებს ხედავენ .
მიუხედავად წინასაარჩვენო პერიოდისა, ჯერ თუნდაც ფუჭი დაპირებებითაც , საყდრიონელები არავის შეუწუხებია.
თვითდსაქმებული ადგილობრივები, რომლებიც ძირითადად კარტოფილსა და რძის პროდუქტებს აწარმოებენ, კვლავ გვიყვებიან, თუ რამდენად შეუსაბამოა სოფლის მეურნეობის ადგილზე შექმნილი პროდყქტების ფასი გაწულ შრომასთან.
ადგილობრივები სწუხან, რომ სულ ესმით საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებზე, მაგრამ ვერ ხედავენ მუნიციპალიტეტში საწარმოს, რომელიც პრობლემების ჩაკეტილ წრეს გაარღვევდა: ოცნებობენ მაგალითად ჩიფსის საწარმოზე, კარტოფილის რეალიზების ჯაჭვი რომ გაემართა; სამკერვალოზე, ადგილობრივი ქალები რომ დასაქმდნენ და ერამენთთან შეხვედრის ადგილიც ჰქონდეთ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სანამ საპენსიო ასაკს მიაღწევენ, ქალები უმუშევრები არიან.
პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობაც ,მუნიციპალიტეტში და მთლიანად მხარეში, არ არის საგამოცდო ცენტრი, რათა აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების დაწერა შეძლონ. ახალგაზრდებს თბილისში ჩასვლა უწევთ, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ.
საყდრიონში სადაც ოფიციალურად 600 მდე ადამიანი სახლობს , სწუხან, რომ მოსახლეობის რეალური რაოდენობა თანდათან იკლებს, რეგიონის განვითარებაზე ნაკლებორიენტირებული პოლიტიკის გამო.
Tags: ეროვნული გამოცდები, საყდრიონი, წალკა