- ამომრჩევლის უფლება
- კენჭისყრის პროცედურა
- COVID19-ის გამო დაწესებული რეგულაციები
- Შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები
- ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
ამომრჩევლის უფლება
ყველა ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანის უფლება. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევანის უფლება თავისუფალია. ყველა ამომრჩეველს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი არჩევანი, საარჩევნო უბანზე მისვლისას.
თანხის, პროდუქტის თუ სხვა რაიმეს მიღება ხმების სანაცვლოდ არის მოსყიდვა, რომელიც ყოვლად დაუშვებელია.
ხმის მიცემა კონფიდენციალურია. საარჩევნო უბანზე ყველანაირად უნდა იყოს დაცული კონფიდენციალურობის წესები. ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენა დაუშვებელია.
საარჩევნო უბანზე ფოტო, ვიდეო მასალის გადაღება აკრძალულია, შესაბამისად კენჭისყრა სრულად ფარულია. საარჩევნო უბანზე, ზეწოლის ან სხვაგვარი ძალადობის, ან და უფლებების დარღვევის შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს ან ცესკოს თავმჯდომარეს.
კენჭისყრის პროცედურა
რაც შეეხება პროცედურას, თუ როგორ უნდა გადავამოწმოთ ვართ თუ არა საარჩევნო სიაში , ან რომელ უბანზე ვართ რეგისტრირებული და რა მისამართზეა? ამისათვის შევდივართ ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.cesko.ge, სადაც კატეგორიებში უნდა ვიპოვოთ ამომრჩეველთა სია, მასზე „დაკლიკვის“ შემდეგ ვნახულობთ ველს სახელწოდებით „გადაამოწმე შენი თავი“.
აღნიშნული ველის გახსნის შემდგომ ვწერთ ჩვენს პირად ნომერს, გვარს და ვაწვებით ღილაკს „ძიება“. ამ პროცედურების გავლის შემდეგ თქვენ ეკრანზე დაინახავთ თქვნს ფოტოს და პირად მონაცემებს და იმ სარჩევნო უბანს სადაც შეძლებთ ხმის მიცემას. ასევე უბნის სახელზე „დაკლიკვის“ შემდეგ გაიხსნება გუგლის რუკა, რისი მიხედვითაც თქვენ ზუსტად დაინახავთ თუ რა მისამართზე მდებარეობს საარჩევნო უბანი.
თემაზე ნახეთ მოკლე ტუტორიალი
COVID19-ის გამო დაწესებული რეგულაციები
ქვეყანაში მიმდინარე კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მოუწევს რიგი რეკომენდაციების დაცვა, როგორიც არის , სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეს გამოყენება და ხელების დეზინფექცია. ამის შესახებ პროტოკოლი ცესკომ გამოაქვეყნა.
პროტოკოლის მიხედვით ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.
ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველმა კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში.
ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
Შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები
სამცხის N17 მაჟორიტარულ ოლქში სულ 111 საარჩევნო უბანია გაერთიანებული, აქედან 12 მ შშმ პირებისთვის მარტივად ადაპტირებული და 23 პანდუსიანი. აღნიშნულ ოლქში 86 268 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება ჯავახეთის N18-ე მაჟორიტარულ ოლქს, აქ 109 უბანია, რომელთაგან 18 შშმ პირებისთვის მარტივად ადაპტირებული და 16 პანდუსიანია. ოლქში 57 939 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
სამცხე-ჯავახეთში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორი მაჟორიტარული ოლქია რეგისტრირებული. N17 სამცხეში და N18 ჯავახეთში.
ცესკოს მიხედვით, სამცხის(ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა) ოლქში რეგისტრირებულია 14 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ესენია:
N2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ზურაბი ჩილინგარაშვილი
N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ” – გელა კვარაცხელია
N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – ვაჟა ჩიტაშვილი
N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – დავით გოგიჩაიშვილი
N10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – გიორგი ჩიტაური
N 14 „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“ – მარიზა ჯიქია
N 19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ – ბესარიონ ფოფხაძე
N20 „საქართველო“ – რამაზი გელაშვილი
N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ – გოდერძი კუბლაშვილი
N30 „შეცვალე საქართველო” – მარიამი ჭრელაშვილი
N31 თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა – ზურაბ ხუციშვილი
N41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – ანტონ ობოლაშვილი
N55 „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ – ოლეგი სანდროშვილი
N56 „ლელო – მამუკა ხაზარაძე“- იზოლდა ლომიძე
რაც შეეხება ჯავახეთს, ნინოწმინდა-ახალქალაქის N18 საარჩევნო ოლქში სულ 9 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია:
N2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – არსენ კარაპეტიან
N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – მელიქ რაისიან
N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – არტაშეს ჰაკობიან
N14 „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“ – დიანა არუთუნიან
N20 „საქართველო“ – მიხეილი შიოშვილი
N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ – ამირან ჭაღალიძე
N30 „შეცვალე საქართველო” – ელზა გრიგორიანი
N 41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – სამველ მანუკიან
N61 საინიციატივო ჯგუფი – ევგენია კარაპეტიან, შორენა თეთვაძე, არაგეღეციკ სანოსიან, არმინე მინასიან, როზა ასლანიან – ენზელ მკოიანი.
იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდებათ რაიმე სახის დახმარება დაგვიკავშირდით ნომერზე TOK TV – 577681889. ან მოგვწერეთ ფეისბუქზე.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889