14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოში რამდენიმე შეზღუდვა ამოქმედდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
კერძოდ:
- სამი კვირის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი შეიზღუდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
- იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. შეზღუდვა არ ეხება ისეთ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით იმართება.
- იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა
- კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე შეეძლებათ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განაცხადებით საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე “იგივეს მოვუწოდებთ კერძო სექტორსაც.”
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ღია სივრცეში, 4-ზე მედი ადამიანის შეკრებისას პირბადის ტარების ვალდებულება.