რა შესაძლებლობებს სთავაზობს “RDFG” სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს

September 26, 2019

სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაციები/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები – ამ 4 მიმართულებით ახალგაზრდებს შეეძლეებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტში-,,გახდი ახალგაზრდა მეწარმე’’. წარდგენილ  ბიზნეს იდეებს აქვთ შანსი  მოიპოვონ 6000, 8000 და 10 000  ლარიანი გრანტი.

ახალგაზრდებს ამასთან ეძლევათ შესაძლებლობა სამეწარმეო თემატიკის ტრენინგები ორ ეტაპად გაიარონ. ჯერ მონაწილეები მუნიციპალიტეტში გაივლიან მომზადებას, ხოლო გამარჯვებული იდეის ავტორები მიწვეულნი იქნებიან  ყვარელში, სადაც ისინი დამატებით გადამზადდებიან.

25 სექტემბერს სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის ამ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი ხორციელდება ამერიკის განვითარების სააგენტოს და ამერიკული ორგანიზაცია USAID Zrda პროგრამის ფარგლებში და მოიცავს საქართველოს 9 მუნიციპალიტეტს მათ შორის ბორჯომს ,ადიგენს, ასპინძასა და ნინოწმინდას.

18-29 წლის დაინტერესებული ახალგაზრდები  პროგრამაზე  3 ოქტომბერის 17:00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის(RDFG) 2010 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია მოწყვლადი თემების დახმარება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და თემში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.

სინქრონები:

  • რევაზ ჯაველიძე – RDFG-ს ახალგაზრდული პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ნაზი ანთაძე – სამეწარმეო პროგრამის პირველი ფაზის გამარჯვებული;
  • ნინო ზუმბაძე – ტრენერი;
  • თამარ ანთაძე – სტუდენტი.

ავტორი:

მიხეილ დარბაიძე

Leave a Reply