შოყაში და გომაროში დამეწყრილი ტერიტორია იწმინდება, – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადიგენის სოფელ გომაროში გზების და დატბორილი სახლების გაწმენდა მიმდინარეობს. ხოლო, შოყაში საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია.
მეწყერი ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში 21 ივლისს ჩამოწვა. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები, დაინგრა საქონლის სადგომები, დაიხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები.
ადგილობრივების თქმით, გომაროში მეწყრულ ზონაში 15 ოჯახი მოვა, ხოლო შოყაში – 4.
კონკრეტულად რამდენი ოჯახი გადაიყვანეს და უზრუნველყოფენ თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებელს? – ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ჩვენი რედაქცია მესამე დღეა ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. არც მერი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ჩვენი გადამღები ჯგუფი 21 და 22 ივლისს ადგილზე იმყოფებოდა, ნახეთ თემაზე მომზადებული მასალები:
მეწყრამდე აქ საქონლის სადგომი იყო – მეწყერი შოყაში, ადიგენი