რა ჯდება გარდაბანში სვანური კოშკის მშენებლობა

January 24, 2024

გარდაბანში, ლელაშხას დასახლებაში კოშკის მშენებლობა იწყება.


მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან (2023-2024) ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 301 185 ლარს შეადგენს.

ტენდერი კოშკის მშენებლობაზე, გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია “დე-მა” გახდა. მშენებლობა ამ წლის ნოემბერში დასრულდება.

ლელაშხას დასახლებაში მისულ ჩვენს ჟურნალისტს ადგილობრივი მოსახლეობა კოშკის მშენებლობაზე არ დაელაპარაკა. 

მშენებლობაზე ინფორმაცია გარდაბნის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ონიანის წლიურ ანგარიშში მოხვდა. 

რა ფუნქცია ექნება კოშკს და ვისი ინიციატივით შენდება? – კითხვით ჩვენ საკრებულოს დეპუტატს, ზაზა ონიანს დავუკავშირდით. დეპუტატმა გვითხრა, რომ კოშკის აშენების ინიციატივა მოსახლეობას ეკუთვნის. 

Tok.tv. ,,შპს დემას“ დირექტორს, დიმიტრი ბებიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით სვანური კოშკის მშენებლობის დაწყებას ამინდის გაუარესებამ შეუშალა ხელი.

მისივე თქმით, სვანური კოშკის და კოშკზე მიდგმული სახლის მშენებლობა მომავალი კვირიდან დაიწყება.

დიმიტრი ბებიაშვილი: “სპეციალურად ჩავედი მესტიაში, იქ სვანური კოშკების რეაბილიტაციას ვინც აკეთებდა ის ხალხი მოვიწვიე სათანამშრომლოდ, რომ გაკეთდეს ზუსტად იმ ზომებში, როგორც არის მესტიაში, ნამდვილი ძველებური კოშკები აშენებული.“

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით დასრულების შემდეგ კოშკი ასეთი იქნება.