მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, ბუნებრივი აირის აბონენტებისთვის, კერძოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და 1მ3 გაზში 95 თეთრის ნაცვლად 115 თეთრის გადახდა იქნება საჭირო,- ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს კომპანიების ნაწილმა.
როგორც “სოკარ გაზ კომპანიის” განცხადებაშია აღნიშნული, გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
ინფორმაციას გაზის ტარიფის გაძვირების შესახებ ადასტურებენ სემეკშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, ქეთი ბერიკაშვილი გვეუბნება, რომ გაძვირება აისახება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ხოლო კერძო პირებისთვის გაზის ტარიფი კვლავ უცვლელი რჩება.
გაზის გაძვირება აისახება კომპანია “ინტერ გაზშიც”, რომელიც ახალციხეს ბუნებრივი აირით ამარაგებს. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან გაძვირება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო აბონენტების შეეხებათ.