ანტონ ობოლაშვილი: – რეგიონებში სამედიცინო პერსონალს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. მაგალითად მედდებს 150-200 ლარის ფარგლებში, სანიტრებს კი უფრო ნაკლები.
ეკატერინე ტიკარაძე: – გიდასტურებთ პრობლემას. ინტენსიურად ვმუშაობთ.
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლებს მოუსმინეს. სხდომას ესწრებოდა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატიც, რომელმაც მიმართვისას ყურადღება რეგიონში ექთნების ანაზღაურებასა და რაოდენობაზე გაამახვილა.
მისი ინფორმაციით მედდების ხელფასი 150-200 ლარს შორის მერყეობს.
მონაცემების დასაზუსტებლად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, უწყებისგან პასუხს ველოდებით.