რეგიონულმა მაუწყებლებმა სამი საათით შევწყვიტეთ მაუწყებლობა

January 14, 2025

რეგიონული ტელეკომპანია TOK TV-მ რეგიონულ და ცენტრალურ მედია ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, პროტესტის ნიშად 17:00-20:00-მდე მაუწყებლობა შეწყვიტა. 

ეკრანზე ამ დროს განმავლობაში, შავ ფონზე იყო წარწერა “ასეთი იქნება გარემო დამოუკიდებელი მედიის გარეშე #თავისუფლებამზიას”

ამით ჩვენ გავაპროტესტეთ, მზია ამაღლობელის დაკავება, რომელსაც პოლიციელის თავდასხმას ედავებიან.  

სამი საათით გაიფიცნენ და მაუწყებლობა და კონტენტის წარმოება შეწყვიტეს შემდეგმა მედია ორგანიზაციებმა:

გაფიცული მედიების სია

  1. ფორმულა
  2. TV პირველი
  3. მთავარი არხი
  4. TV პალიტრა
  5. TV კავკასია
  6. BMG
  7. ნეტგაზეთი
  8. ბათუმელები
  9. პუბლიკა
  10. ინდიგო
  11. ჯემნიუსი
  12. სტუდია მონიტორი
  13. მთის ამბები /საქართველოს ამბები
  14. მედიაჩეკერი
  15. Chai Khana
  16. ტაბულა
  17. On.ge
  18. OC Media
  19. მედია აპრილი
  20. Civil.ge
  21. პროექტი 64
  22. რეალპოლიტიკა
  23. რადიო მარნეული
  24. Qartli.ge
  25. აი, ფაქტი
  26. მაუწყებელი
  27. TOK TV
  28. ფორბს-საქართველო
  29. სამხრეთის კარიბჭე
  30. აგროგარემო TV
  31. ოდიში TV
  32. რადიო ოდიში
  33. იმერვიზია TV
  34. გურია TV
  35. მეცხრე ტალღა
  36. JRC
  37. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB
  38. აჭარა თაიმსი
  39. აქცენტი
  40. TV 25
  41. TV მონიტორინგი
  42. ჩემი ხარაგაული
  43. CNews Exclusive
  44. ინფო იმერეთი
  45. რადიო ათინათი
  46. მეგა TV 
  47. მეცხრე არხი
  48. TV4

ბათუმის სასამართლომ, ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, – გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა დღეს გამოაცხადა. 

პროცესზე ჟურნალისტი მარია რესას წიგნით, “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” გამოცხადდა.

ამაღლობელის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

იგი 11 და 12 იანვარს, ორჯერ დააკავეს, მას უწყება პოლიციელზე თავდასხმაში სდებს ბრალს. გამოძიებაც ამ მუხლითაა დაწყებული.