საქართველოს მთავრობა საფერავის სუბსიდირებას იწყებს. სახელმწიფო საფერავს 1.5 ლარად ჩაიბარებს. გადაწყვეტილება დღეს, არჩევნებამდე დაახლოებით თვე ნახევრით ადრე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. მისივე თქმით, იმ მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავი მთავრობა სხვაობას დაუფარავს.
მთავრობა ყურძენს წლებია ასუბსიდირებს, თუმცა, საფერავი სუბსიდირებულ ჯიშებს შორის 2016 წლის შემდეგ წელს პირველად მოხვდა.
გადაწყვეტილებას მთავრობა მოსავლის გაორმაგებული რაოდენობით ხსნის. ჩვენ კითხვებით მივმართეთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, კერძოდ გვაინტერესებდა: რატომ გადაწყვიტა მთავრობამ დამატებით საფერავის სუბსიდირება, მაშინ როდესაც რთველი უკვე დაწყებულია? კითხვაზე პასუხი ღვინის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მივიღეთ, მათ გვირჩიეს სამინისტროს განცხადებას დავლოდებოდით.
ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი რატი კოჭლამაზიშვილი ამბობს, რომ სუბსიდირებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქვს. მისი შეფასებით, სუბსიდირების პირობებში მევენახე აქცენტს აკეთებს არ ხარისხზე არამედ რაოდენობაზე, რაც ქართული ღვინის ბრენდის ჩამოყალიბებას ხელს უშლის