რის გამო დააკავეს  IDFI -ის იურისტი გიორგი დავითური

December 2, 2024

2 დეკემბერს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად ,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის“ მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, ადვოკატი, გიორგი დავითური დააკავეს.

გიორგი დავითურის ადვოკატმა ნატა ახალაძემ გიორგი დავითური იზოლატორში მოინახულა. ადვოკატი TOK TV – თან ამბობs, რომ გიორგიზე დაკავების პროცესში განხორციელდა ფიზიკური ანგარიშსწორება.

ნატა ახალაძე: გიორგის ეტყობა ხილული დაზიანებები სახის არეში, მიუხედავად იმისა, რომ მას დაკავების პროცესში წინააღმდეგობა არ გაუწევია. სახის არეში, საფეთქელთან და თვალთან აქვს დაზიანებები მიყენებული. ასევე აქვს ნაჭდევები მაჯაზე ხელბორკილისგან მიღებული. გიორგის მანქანაშიც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ ეტაპისთვის ის ნორმალურად გრძნობს თავს. “

რის გამო დააკავეს გიორგი დავითური ამ დროისთვის უცნობია.

ნატა ახალაძე, გიორგი დავითურის ადვოკატი; გიორგისთვის არაა ცნობილი მისი დაკავების საფუძველი, არ განუმარტეს. არ იცის რას არღვევდა, რადგან გიორგი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა პროტესტს . “

IDFI -ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით გიორგი დავითურმა უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ხელმოწერაზე.

Tags: