ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განვითარებულია სხვადასხვა შემეცნებითი, რეკრეაციული და ტურისტული ობიექტები, რომელთა მიზანია ვიზიტორს გააცნოს და შეაყვაროს ბუნება. წალკის კანიონზე ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ბუნების შემეცნებას უკავია,” – ასე გვპასუხობს დაცული ტერიტორიების სააგენტო შეკითხვაზე, თუ რის საფუძვლეზე მოიხსენიებს მთავრობა, წალკის კანიონის კომპლექსს ეკო ტურისტულ ობიექტად?
წალკის კანიონიზე განახლებული ინფრასტრუქტურა პრემიერმა, მტავრობის სხვა წევრებთან ერთად გახსნა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმის კატეგორიას მიაკუთვნა, რასაც გარემოსდამცველი ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
«წალკის კანიონზე ხიდის მშენებლობამ ლეშიჭამია ფრინველები გააქრო» — გარემოსდამცველები
დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მიღებული წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ ზურმუხტზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები უბნების მიხედვით და კანიონი თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
შეგახსენებთ, რომ წალკის (დაშბაშის) კანიონი 14 ივნისს გაიხსნა. მასში ინვესტიცია ებრაულმა კომპანია KASS LAND-მა განახორციელა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია. წალკის კანიონზე, მიწიდან 300 მეტრზე 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი, ბილიკები და ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო.
კომპანიის განცხადებით, კომპლექსში იგეგმება დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის და დამატებით 200 ვილის მშენებლობა.