დღეს გამთენიისას, დიდუბე-ავჭალის გადასასვლელზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა, რამაც თბილისიდან და დედაქალაქისაკენ სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა.
მათ შორის შეიზღუდა რეისები თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით. როგორც “საქრთველოს რკონიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა და ადგილზე გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ.
როგორც უწყებაში გვითხრეს, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგის გაწმენდის შემდეგ მატარებლების მოძრაობა განახლდა. ამ ეტაპზე მეორე ლიანდაგს წმენდენ.
“საქართველოს რკინიგზაში” ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
კითხვა თუ, რამ გამოიწვია ქვათაცვენა უპასუხოდ დატოვეს.