ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი გუჯა გუჯაძე გვეუბნება, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება თუმცა დაკვირვების მიზნით კლინიკაში რჩება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ მაგრაქველიძე თქმით, შემთხვევა ტყეში ზამთრისთვის შეშის მოპოვების დროს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის ტყეში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
თავდაპირველი ინფორმაცია გამომცემლობა “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა