როგორია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა, სახელმწიფო ენის სწავლების და განათლების მიღების სახელმწიფოსეული მიდგომები

November 1, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი, კვალიფიკაცია და მიმდინარე პროცესებზე ადგილობრივი თემების ინფორმირებულობის საკითხები და რამდენად ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უნივერსიტეტის ჩათვლით? – კვლევა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც NDI-სთან პარტნიორობით ჩატარდა, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დოკუმენტის მიხედვით, მის ფარგლებში 14 ზეპირი მოსმენა და სამუშაო შეხვედრა შედგა.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად გამოწვევებისა, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება განაპირობა მუნიციპალიტეტების მიერ ახალი დაწესებულებების შექმნამ და არსებულთა ხარისხის გაუმჯობესებამ.

ასევე, კვლევაში ვკითხულობთ, გამოწვევები რომელთაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვხვდებით, ასევე თვალსაჩინოა სასკოლო განათლებაშიც, მაგალითად: “განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა.”

კვლევის მიხედვით, 1+4 პროგრამის ფარგლებში არსებობს ნაკლოვანებები, ისეთი, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობათა სტუდენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას, კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მთავარი ინსტიტუცია ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაა, რომლის “საქმიანობა მეტწილად პოზიტიურია თუმცა არასაკმარისი”. 

ჩვენ თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამ კი ვნახოთ როგორ აფასებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა, სახელმწიფო ენის სწავლების და განათლების მიღების სახელმწიფოსეულ მიდგომებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.