“მედგარი საქართველო-მედგარი ქართველები” ასე ჰქვია ფოტოკონკურსს, რომელსაც ნატოს სამოკავშირეო ოფისი აცხადებს. ფოტოკონკურსის მიზანია მიზანია საქართველოსა და ქართველების გამძლე და მდგრადი ბუნების წარმოჩენა, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა დღემდე მოიყვანა.
“გაჭირვებასთან შეჭიდებისა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი ხალხს, საზოგადებასა და ქვეყანას საშუალებას აძლევს წარმატებით გაუმკლავდნენ უარყოფით მოვლენებს და შეინარჩუნონ თავიანთი უნიკალური იდენტობა. „მედეგობის“ ცნება, სწორედ ამგვარ სიმტკიცეს მოიაზრებს. ფოტოკონკურსის მონაწილეებმა, უნდა წარმოადგინონ ფოტოები, რომლებიც ამ იდეას ასახავს,’ – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფს ისე მოყვარულს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამ კატეგორიაში , ესენია: დოკუმენტური (ასახავს ყოველდღიურ ცხოვრებას ყოველგვარი დადგმისა და სცენის მოწყობის გარეშე);
კონცეპტუალური (დადგმული სცენის საშუალებით წარმოაჩენს კონკრეტულ იდეას ან კონცეფციას) ;
მობილური ტელეფონით გადაღებული.
საკონკურსო მოთხოვნების და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ( დააჭირეთ აქ )
თითო კატეგორიიდან შეირჩევა დაახლოებით 10 ფინალისტი, რომელთა ნამუშევრების გამოფენაც მოეწყობა “ფოტოგრაფიის” საგამოფენო სივრცეში, რომელთაგან 3 გამარჯვებული გამოვლინდება და ჯილდოდ 2 000 ლარს მიიღებენ.