გასული დღე ღამის განმავლობაში, ქვეყნის მაშტაბით, ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 57 სამცხე-ჯავახეთშია. რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მზარდია.
როგორი კოვიდსიტუაციაა ადიგენის მუნიციპალიტეტში? საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ხელმძღვანელის, რუიზან ქიმაძეს თქმით, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა და უკვე რამდენიმე სოფელშია დაფიქსირებული.
ქიმაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი არც ისე კარგად მიმდინარეობს, დღეში საშუალოდ 16-20 ადამიანამდე იცრება. მისივე თქმით, მოსახლეობა ძირითადად სინოფარმით და სინოვაკით იცრება. ნაწილი კი ფაიზერს ელოდება.