ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მთიან ყარაბაღში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებს ახალქალაქელი მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა დაგვიდასტურა.
“როგორც ვიცი ახალქალაქიდან იყო წარმოშობით, თუმცა აქ ცხოვრობდა თუ არა ზუსტად არ ვიცი, სომხეთს ჯარში მსახურობდა,” – გვითხრა უნანიანმა.
“დღეს იყო ახალქალაქის ეკლესიაში 5 ფოტო, ესენი ომში დაღუპულები იყვნენ. ახალქალაქის სოფლებიდან არიან,” – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
დეტალების გასარკვევად ჩვენ ვცდილობთ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას დავუკავშირდეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არც თავად გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პასუხობს.
რა ინფორმაცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს? არიან თუ არა ყარაბაღის მოვლენებში საქართველოს მოქალაქეებიც ჩართული და არის თუ არა მსხვერპლი ? ამ შეკითხვებით ჩვენ საგარეო საქმეთა სამინსიტროს დავუკავშირდით. პასუხს უწყებიდან TOK TV ამ დრომდე ელოდება.