როგორ აპირებენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებთა ინფორმირებულობის გაზრდას ვაქცინაციის შესახებ? ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილ აქტივობებზე დღეს ახალციხის მერიაში საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გოგიტა ღვედაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მერიაში გვეუბნებიან, რომ ვაქცინაციის შესახებ მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხების მიღების მიზნით, მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბროშურების დარიგება და ვიდეო რგოლების მომზადება ქართულ-სომხურ ენებზე იგეგმება – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 24 საათის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ 3 843-მა პირმა გაიკეთა, მათგან 46 სამცხე-ჯავახეთში.
რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, ქვეყნის მასშტაბით, ოფიციალური მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ19-ის კიდევ 3 270 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 64 სამცხე-ჯავახეთშია.