როგორ აფასებს სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი,. ყოფილი რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის საქმიანობას, მით უფრო როდესაც:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაერთ დასკვნაში საუბარია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ საწვავის არაჯეროვნად ხარჯვის, ხარვეზებით გაცემული პრემია-დანამატების, შრომითი ხელშეკრულებების ნაკლოვანებების, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვის და სხვა ხარვეზების შესახებ.
გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, მხარის რწმუნებულებს შორის, 2021 წელს ყველაზე მეტი საწვავი სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელმა, ბესიკ ამირანაშვილმა დახარჯა.
კვლევის მიხედვით, მის მიერ გახარჯული თითქმის 11 000 ლიტრი საწვავით მას საშუალოდ 70 000 კმ-ზე მეტის გავლა შეეძლო, რითაც დედამიწას თითქმის ორჯერ შემოუვლიდა.
ზაალ გელაშვილის პასუხი შემდეგია:
ვინ შესთავაზა და რა გეგმები აქვს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ზაალ გელაშვილს – ვნახოთ მისი პასუხი: