მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემა, გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურა, არაფორმალური განათლების ხელსაწყოები – რა ქმნის ევროპული განათლების სტანდარტს? როგორ გავზარდოთ ბავშვებში სწავლის მოტივაცია ? – ირა ძირკვაძე, მასწავლებლის ჯილდოს მიმდინარე წლის ერთ–ერთი ფინალისტი ერასმუს +–ის პროგრამით თანამედროვე განათლების მიდგომებს ესპანეთში გაეცნო.
გაკვეთილები მუსიკის თანხლებით ან მდინარის პირას – ამას წალკაშიც შეხვდებით, სოფელ გუმბათის სკოლის მოსწავლეებთან, ირა ძირკვაძის გაკვეთილებზე. თუმცა ვიდრე ეს პრაქტიკა გახდებოდა, მანამ სამუშაო იყო ბევრი და არაერთი მიმართულებით.
ევროპული განათლების მოდელს ესტონეთში გაეცნო კიდევ ერთი მასწავლებელი წალკიდან, ციცინო გობაძე. ის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში უკვე 20 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
ესტონეთის და ფინეთის საგანამანათლებლო მოდელი მსოფლიოში დღეისათვის საუკეთესოდ ითვლება. ერთ–ერთი მიზეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად, არაფორმალური განათლების ხელსაწყოებია. როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და რა როლი აქვს ამ პროცესში მასწავლებელს? წალკაში, სოფელ საყდრიონში შეკრებილმა მასწავლებლებმა საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს.
შეხვედრა სოფელ საყდრიონში მასწავლებლებთან „ღია საზოგადოების ფონდის“ დახმარებით შედგა. “საუბრები წყაროსთან” გრძელდება. წინ კიდევ არაეცრთი თემა და სოფელი გველის.