ყოველთვიური, პრემიუმ სააბონენტო სერვისი, მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფუნქციებსა და პარამეტრებს. Rakuten Viber-ის ყველა სტანდარტული ფუნქცია კი, კვლავ უფასოა ყველა მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოში.
თბილისი, 2024 წლის ნოემბერი — Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ როგორ მუშაობს სააბონენტო პრემიუმ სერვისი – Viber Plus საქართველოში. აღნიშნული სერვისი 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ბოლო 7 თვის განმავლობაში, Viber Plus-ის აქტიური გამოწერების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.
Viber Plus-ის სააბონენტო სერვისი კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მესენჯერს და მომხმარებლებს დამატებით ფუნქციებსა თუ პრემიუმ სერვისებს სთავაზობს:
· რეკლამის გარეშე: გამოიყენეთ Rakuten Viber ყოველგვარი რეკლამის გარეშე;
· ხმოვანი შეტყობინება ტექსტურად: ამიერიდან, ხმოვანი შეტყობინების დაშიფვრა და ტექსტად ქცევა, ღილაკზე ერთი დაჭრითაა შესაძლებელი;
· უხილავი რეჟიმი: შესაძლებლობა, რომ დაინახოთ სხვა მომხმარებლების “online” და “read”, ანუ „ონლაინ“ და „წაკითხული“ სტატუსები, თანაც, საკუთარი სტატუსის გაზიარების გარეშე;
· შეტყობინებების გაქრობა: ეს Viber Plus-ის უახლესი ფუნქცია;
Viber Plus-ის აბონენტებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ჩამოტვირთონ შეუზღუდავი რაოდენობის სტიკერების ნაკრებები, მიიღონ აპლიკაციის ექსკლუზიური ხატულები და Viber Plus ანგარიშის სპეციალური ნიშანი (ვარსკვლავი); ჰქონდეთ პრიორიტეტული წვდომა მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრთან და ისარგებლონ სხვა მრავალი ფუნქციით. Viber Plus-ს ფუნქციები გამუდმებით განახლებადია, ამიტომ მიადევნეთ თვალი და ისარგებლეთ პრემიუმ სერვისით.
Viber Plus-ის გააქტიურება შესაძლებელია აპლიკაციის პარამეტრებიდან. ამისათვის გახსენით Viber და აპლიკაციის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ “More” ღილაკს. ყველა ფუნქცია, რომელიც ამ განახლების გააქტიურებლამდეა ხელმისაწვდომი, ტექსტური შეტყობინებების და დარეკვის ჩათვლით, სრულიად უფასოა.
ასევე, მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია Viber Plus-ის წლიური გამოწერის სერვისიც.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხშირად ჩამოტვირთული აპია მსოფლიოში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან კავშირებს და ვაერთიანებთ ადამიანებს უსაფრთხოდ, რათა მათ შეძლონ დატკბნენ ძვირფასი მომენტებით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მართონ საქმიანი ურთიერთობები ან მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს – ჩვენ, ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ! როგორც სუპერ აპლიკაცია, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ისეთ სერვისებს, რომლებიც მოიცავს მათი ყოველდღიურ საჭიროებებს, თითქმის ყველა ასპექტში და ვუადვილებთ მათ ცხოვრებას.
Rakuten Viber არის Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი, გლობალური ტექნოლოგიების ლიდერი ელექტრონული კომერციის, ფინტექის, ციფრული კონტენტის და საკომუნიკაციო სერვისების სფეროში.