როგორ უნდა მოხვდეს შშმ პირი, არაადაპტირებულ და ულიფტო შენობის მეექვსე სართულზე, თუ პერსონალური ასისტენტის დანიშვნა ან სხვა მომსახურება მოესურვება
ახალციხეში, შშმ პირების მხარდასაჭერი ცენტრისთვის ფართი გამოყოფილია მრავალსართულიანი კორპუსის 6-ე სართულზე, თუმცა შენობა ადაპტირებული არ არის და არც ლიფტი მუშაობს.
ტექსტი:
იმ შემთხვევაში, თუ ახალციხეში შშმ პირებს, მათ შორის ეტლით მოსარგებლეებს პერსონალური ასისტენტის აყვანა ან სხვა მხარდაჭერა დასჭირდებათ, იძულებულები იქნებიან ამისთვის კეცხოველის 6-ში არსებული შენობის მეექვსე სართულზე ავიდნენ.
ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე გარემოება. შენობის პირველ სართულზე შესვლას ეტლით მოსარგებლე კი მოახერხებს, თუმცა დანიშნულების ადგილზე დამოუკიდებლად ვეღარ ავა. როგორც ჩვენ ადგილზე შევამოწმეთ შენობა შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის, კიბეების გამოყენებას ეტლით მოსარგებლეები ვერ შეძლებენ ხოლო ლიფტი – არ მუშაობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ა(ა)იპისთვის “ერთად რეალური ცვლილებებისთვის” ფართის გამოყოფის შესახებ დღეს იმსჯელა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა შშმ პირების მხარდასაჭერი ცენტრი ამ დრომდეც მეექვსე სართულზე იყო, დღეს კი – მხოლოდ ახალი ოთახი გამოყვეს.
განკარგულებას მხარი დეპუტატებმა კი დაუჭირეს, თუმცა უცნობია აქამდე როგორ სარგებლობენ ან ახლა როგორ ისარგებლებენ მომსახურებით შშმ პირები, სხდომა ისე დასრულდა , რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ასევე, ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს, დიუმა აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
დავუკავშირდით ახალციხის მერიასაც და ვკითხეთ იგეგმება თუ არა შენობის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირება. უწყებაში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ცენტრი შინმოვლის მომსახურებისთვის არის და შესაბამისად შშმ პირები არათუ ადგილზე უნდა მივიდნენ, არამედ, მათ ასისტენტები სახლში მიაკითხავენ.