როგორ ხდება ქალაქში? – ვის ევალება სანიაღვრე არხების დასუფთავება და მოწყობა

February 18, 2025

როგორ ხდება ქალაქში? – ვის ევალება სანიაღვრე არხების დასუფთავება და მოწყობა

თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ მთავარ სანიაღვრე არხიდან წყალი ჟონავს 

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

კადრებში ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაზიანებულ მთავარ სანიაღვრე არხს ხედავთ, საიდანაც წყალი ჟონავს და ტერიტორიას ტბორავს. ეს რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული. კადრები ადგილობრივებმა მოგვაწოდეს.

ახლა ტერიტორია ასე გამოიყურება. ბზარებიდან წყალი არ ჟონავს, რადგან იგი გაყინულია. ასევე, გაყინულია დაზიანებული სანიაღვრე არხის მიმდებარე ტერიტორიაც. 

ამ ქუჩაზე მცხოვრები ირაკლი პეტრიაშვილი გვეუბნება, რომ 2 წელია წყალი მის კარ-მიდამოს ტბორავს, რის გამოც მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარია. 

გვეუბნება, რომ საკითხის შესახებ მერიას დაახლოებით 1 წლის წინ აცნობა და პასუხად პრობლემის მოგვარების დაპირებაც მიიღო, თუმცა ვითარება უცვლელია. 

ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე დღეს იმყოფებოდა. სანიაღვრე არხს დაზიანებები და ბზარები სხვა ადგილებზეც გასდევს. ბზარებთან ერთად არხს გრძივად გასდევს დაბინძურებაც. არხში ამოსულია წყალმცენარეები.

მაშინ, როდესაც ახალციხის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოფლებში დაბინძურებული სანიაღვრე არხები მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან “სოფელში ასე ხდება”. ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ ხდება ქალაქში და ვის ევალება სანიაღვრე არხების მოწყობა, იგეგმება თუ არა და როდის სანიაღვრე არხის

დაზიანებების შეკეთებაც? – კითხვებით ახალციხის მერიას დავუკავშირდით. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 232 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი ახალციხის მერიამ 2020 წელს 200 000-ზე მეტ ლარად მოაწყო.