როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს, ვინ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს

April 25, 2025

“როდესაც სასეირნოდ მივდიოდით ან მაღაზიაში, ერთად, მაშინ გვეძახდა, მოდითო..” – სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი

სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში

2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით, საქართველოში არასრულწლოვანებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა – როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს, ვინ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს – ნახეთ  სიუჟეტი

ამავე თემაზე: პედოფილია და სახელმწიფოს ქცევა – ახალციხე 

არასრულწლოვანებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა ახალციხეში

“არ მეუბნებოდა, ეგონა, ვეჩხუბებოდი…“ —  შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დედა 

ტექსტი:

 “ჩვენი მეზობელია … როდესაც სასეირნოდ მივდიოდით ან მაღაზიაში, ერთად, მაშინ გვეძახდა, მოდითო..”

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, არასრულწლოვანი ჩვენთან იხსენებს გარემოებებს, რომელშიც ის და მისი ნათესავი, ასევე არასრულწლოვანი გოგო მეზობელი მამაკაცის, 60 წელს ზემოთ პირის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები აღმოჩნდნენ.

არასრულწლოვანს მომხდარზე საუბარი უჭირს, შეშინებულია და ამბობს, რომ ღამეც ვერ იძინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ გასაჯაროვდა ბავშვებთან, შესაძლო ძალადობის მსხვერპლებთან ფსიქოლოგი ამ დრომდე არ მუშაობს. მიზეზი გაურკვეველია.

გოგო ასევე გვიყვება, რომ მიუხედავად მძიმე განცდებისა, მომხდარის გასაჯაროება არ სურდა, რადგან ხალხის “რეაქციების ეშინოდა.”

პირის დაკავების მიუხედავად, რასაც შსს გვიდასტურებს, შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგაც კი “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” არ აქვს პასუხი, რატომ არ მუშაობს არასრულწლოვანებთან ამ დრომდე ფსიქოლოგი? ინფორმაციის მიღებას ველოდებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და ახალციხის მერიიდან იმის შესახებ, თუ რა პროგრამები აქვთ მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანების რეაბილიტაციისთვის. 

ჩაუტარდათ თუ არა დაზარალებულებს ექსპერტიზა? – საქართველოს პროკურატურაში გვითხრეს, რომ “მოიკითხავენ”

“გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის” წარმომადგენელი ნონა ციხელაშვილი საქართველოში არასრულწლოვანთა ძალადობის შემთხვევების სტატისტიკაზე და გარემოს შესაცვლელად სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე გვესაუბრება. 

2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით, საქართველოში არასრულწლოვანებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.