ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა ჟანგბადის 1 000 აპარატი და მათი გადანაწილება რეგიონების მიხედვით უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კონკრეტულად როდის და რამდენი ჟანგბადის აპარატი ჩამოვა სამცხე-ჯავახეთში? ამ კითხვით ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.
Toktv.ge