ვინ იყვნენ წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომელთა ქმედებებმაც საფუძველი ჩაუყარა სკოლების, ბიბლიოთეკების დაარსებას და სახელმძღვანელოების შექმნას, ვინ იყო როზა პარკსი, რომლის წამოწყებამაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის კანონის გაუქმება გამოიწვია და ვინ არის გრეტა ტუნბერგი, რომლის მიერ ინიცირებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ზემოთაღნიშნული მაგალითები თვალსაჩინოს ხდის, თუ რამდენად მნიშნველოვანია მოსახლეობა ჩაერთოს სამოქალაქო აქტივიზმში და საკუთარი თემის გაძლიერებაზე იზრუნოს, – თემებზე ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ასპინძის სოფელ ოშორაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ესაუბრა.
შეხვედრა TOK TV-ს პროექტის, “საუბრები წყაროსთან” ფარგლებში გაიმართა. ვიდეოები ხალხი “საუბრები წყაროსთან” გახლავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელსაც ახორციელებს TOK TV.
პროექტის მიზანია, კონსტრუქციული, სიღრმისეული, მულტიპლატფორმული მიდგომით, ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (წალკა, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი) ულტრა-მემარჯვენე რადიკალური განწყობების შემცირებას და დასავლეთის და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას.