დღეს, ახალციხეში, როგორც მთელ ქვეყანაში, 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს ისტორიის ამ დრამატულად მნიშვნელოვან დღეს რუსეთის მტრული მოქმედებების გახსენება “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების ნაწილს უჭირს, მათ შორის იყო ახალციხის მოქმედი მერიც ვარლამ წიკლაური. მან დღეს საჯარო გამოსვლისას თქვა, რომ “დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე” და “მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.” ამ რამდენიმე წუთიან ტექსტში წიკლაურს რუსეთი არ უხსენებია.
თუმცა ჩვენს არქივში ინახება მისი წინამორბედის, ასევე “ქართული ოცნების” რიგების წარმომადგენლის, ახალციხის ყოფილი მერის ირაკლი ლაზარაშვილის სიტყვებიც, შარშან, 9 აპრილის მემორიალთან წარმოთქმული:
“ეს იყო ბოროტების იმპერია, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია, იყო მთავარი საბჭოთა კავშირის წამყვანი სახელმწიფო და ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა 9 აპრილის ბრძოლით.”