“რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ დააბრკოლოს საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობა” – ეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა შავი ზღვის აუზის რეგიონში, კონკრეტულად კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
დეგნანის თქმით, რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს იმაში თუ რას გადაწყვეტს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნები და ვისთან და რა სახის თანამშრომლობა ენდომებათ, – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა ფოთის ტელევიზიაში “მეცხრე არხში” სტუმრობისას გააკეთა.
უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ნაწილების მობილიზების შეჩერების და შესაძლო სამხედრო აგრესიის თავიდან არიდების მიზნით არაერთი შეხვედრა გაიმართა რუსეთის, ამერიკის, ევროკავშირის მონაწილეობით. რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის საპასუხოდ დასავლეთ რუსეთის ენერგეტიკული პროექტის ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის შეჩერებასაც განიხილავს.