ავტორი: მირანდა ფუტკარაია
რუსთავში დიდ სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. დღეისთვის შესაბამისი სამუშაოები 4 ლოკაციაზე ხორციელდება.
ქალაქ რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განგვიცხადა, რომ სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში ვიდეოკამერების დამონტაჟებას მერიის ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“ ახორციელებს.
რუსთავში სხვადასხვა ლოკაციაზე, სულ 60 ვიდეოკამერა განთავსდება. Რუსთავის მერიაში ასევე გვითხრეს, რომ Პროექტის განხორციელება დაახლოებით 80 000 ლარი დაჯდება.