ახალციხე ერთადერთია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს შრის, რომელიც გაერთიანების წევრია. მუნიციპალიტეტი OGP-ს 2020 წელს შეუერთდა, ხოლო საქართველო – 2011 წლიდან.
საქართველოს მთავრობას 30 დღიანი ვადა აქვს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიცირებული „რუსული კანონი”, – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება პარტნიორ ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
“მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ „რეაგირების მექანიზმი“ აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა მხოლოდ „რუსული კანონის“ მხარდაჭერით, არამედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევითა თუ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით,” – ნათქვამია განცხადებაში.
სხდომები მოქალაქეების გარეშე – ახალციხე OGP-ს პარტნიორი გახდა
როგორც 2020 წლის ოქტომბერში, ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში, ახალციხის მერის იმდროინდელმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ თქვა, გეგმავდნენ პროგრამის ფარგლებში გაეზარდათ მოსახლეობის ჩართულობა, თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტებში.
რა შედეგი აქვს მერიას წევრობიდან 4 წელში? – ახალციხის მერიის მიერ 3 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დაიწყეს რიგით მეორე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, თუმცა პირველი გეგმის შედეგები ჩვენთვის უცნობია.
ახალციხე ღია მმართველობის პარტნიორობას/ OGP-ს შეუერთდა
რამდენად არის ახალციხის მერია მზად იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეუწყდება OGP-ს წევრობა, უარი თქვას იმ პროგრამებზე რაც პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული აქვთ? – ახალციხის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროექტები განახორციელეს OGP-ს ფარგლებში და რა წერია ახალ სამოქმედო გეგმაში.
TOK TV შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა გატეხა და “რუსული კანონი” რომელიც გასულ წელს მოქალაქეთა პროტესტის გამო უკან გაიწვიეს კვლავ დაარეგისტრირა და პირველივე მოსმენაზე, 83-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მას შემდეგ თბილისში და რეგიონებში ყოველდღიური საპროტესტოა ქციები იმართება.
კანონპროექტის ანტიევროპულობაზე მიუთითებს როგორც საქართველოში მომუშავე, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები, ელჩები და ა.შ, თუმცა “ოცნება” ამ კანონის მიღებას მაინც აპირებს.