საახალწლო ფლიმარკეტი დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად

December 22, 2025

თუ გაქვთ ნივთები, რომლის გაყიდვაც გსურთ, ქმნით სხვადასხვა ნამუშევარს და მზად ხართ მათი გაყიდვით წვლილი შეიტანოთ დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდაჭერისთვის ეს ამბავი თქვენთვისაა.

ასევე, თუ გსურთ სხვადასხვა ნივთის შეძენა და ამავე გზით მედიის დახმარება თქვენც არ გამოგრჩეთ შესაძლებლობა, რომელიც სინათლე მედიამ მიმდინარე კვირას დაგეგმა. ქვეყანაში შექმნილი რეპრესიული მედიაგარემოს გამო, დამოუკიდებელ მედიას უკვე თვეებია კრიტიკულ პირობებში უწევს მუშაობა. არიან ისეთებიც, რომლებმაც მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, უსახსრობის გამო, საქმიანობა ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტა. 

27 დეკემბერს, თბილისში, “ეზოში” გაიმართება ფლიმარკეტი და აუქციონი, რომლის მიზანი 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდაჭერაა. ორგანიზატორების თქმით, ფრლიმარკეტში მოანწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამისათვის წინასწარ რეგისტრაციაა საჭირი, სპეციალურ ბმულზე (https://shorturl.at/SOnUe). რეგისტრაცია ხვალ, 23 დეკემბრამდეა, შესაძლებელი.

_____

“სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ონლაინმედიების ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. 

კამპანიის პლატფორმა: https://sinatle.media/

ანგარიშის ნომრები:
თიბისი ბანკი
#GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი
#GE06BG0000000609779465
მიმღები: “ხალხის წყარო”

ემიგრაციიდან: 
https://www.gofundme.com/…/help-media-in-the-fight-for…

_____

ამავე თემაზე:

გამომცემლობები ქართული ონლაინ მედიების მხარდასაჭერად

სინათლე არ უნდა ჩაქრეს

ინფორმაციის ნაცვლად შავი ბანერი – რატომ გაითიშა 22 დამოუკიდებელი მედია