საახალწლო ღონისძიებების გამო, 19, 20, 25 და 29 დეკემბერს, ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონკრეტულად გადაადგილება შეიზღუდება, შალვა ახალციხელის და მერაბ კოსტავას ქუჩების კვეთაზე. აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში ნაძვის ხის ანთება ხვალ არის დაგეგმილი.
ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიებაზე ნუცა ბუზალაძე 18 000 ლარად და მირზა მოდებაძე – 8 000 ლარად იმღერებენ.
21 დეკემბერს , ნაძვის ხის ანთებას გეგმავენ ვალეში, საცად ზუკა ხუციშვილს 10 000 ლარს გადაუხდიან.