საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხულთა 54 % მიიჩნევს, რომ ეს იყო ცუდი მოვლენა. მაჩვენებელი საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებთან შედარებით ყველაზე მაღალია. ასევე, 17 %-ით ამღემატება ზოგად ეროვნულ მაჩვენებელს. ამავე რეგიონებში ყველაზე ნაკლები გამოკითხული მიიჩნევს, რომ ეს კარგი მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლას კარგ მოვლენად აქ მხოლოდ 21% მიიჩნევს. საერთო ეროვნულ მაჩვენებელში ეს რიცხვი 49%-ს შეადგენს. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.