თუ ცხოვრობ ადიგენის მუნიციპალიტეტში და გსურს მეტი ინფორმაციის მიღება ევროკავშირის, მისი შექმნის მიზანსა და სისტემაზე.
ასევე თუ გაინტერესებს ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობის ისტორია და ევროგაერთიანების მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და მისი მიმართულებები.
TOK TV ამ კითხვებზე პასუხების მიღების საშუალებას გაძლევთ
08 სექტემბერს, 15:00 საათზე, სოფელ უდეს ცენტრში გაიმართება შეხვედრა პროექტის ფარგლებში “საუბრები წყაროსთან”.
ასოციაცია „ევროპის დროით” თავმჯდომარე, ეკატერინე ქარდავა მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას ყველა ზემოთ მოყვანილ საკითხზე.
გვეწვიეთ
“საუბრები წყაროსთან” გახლავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს TOK TV. პროექტის მიზანია, კონსტრუქციული, სიღრმისეული, მულტიპლატფორმული მიდგომით, ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (წალკა, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი) ულტრა-მემარჯვენე რადიკალური განწყობების შემცირებას და დასავლეთის და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას.