ახალციხის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილისა და ბექა ჯაყელის ქუჩების გზაჯვარედინზე, ოც მეტრიანი სადროშე ბოძის დადგმა იგეგმება, — ამისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 23 ათასამდე ლარზე გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს რკინაბეტონის საძირკველი და ზედ დაამონტაჟოს ოცი მეტრი სიმაღლის გალვანიზირებული ლითონის ბოძი, სადაც დროშას ჩამოკიდებენ.
წინადადებების მიღება 21-24 აპრილს იწარმოებს.
აქვე გეტყვით, რომ მსგავსი სადროშე ბოძების შესაძენად ტენდერები, სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა.