ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
სად და როდის განათავსებენ გიორგი ბრწყინვალის ძეგლს და გმირთა მემორიალს? საკითხზე დღეს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დღესვე გადაწყდა, რომ ცვლილებები შესულიყო ახალციხის ბიუჯეტში და 75 ათასი ლარი პარკების და სკვერების რეაბილიტაციის მუხლში გადასულიყო. საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძეს თქმით თანხა ზემოთაღნიშნულ ძეგლის და მემორიალის მშენებლობას მოხმარდება.
გიორგი ბრწყინვალის ძეგლის და გმირთა მემორიალის განთავსების ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულია. ძეგლი ახალციხის შემოსასვლელში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ წრიულზე განთავსდება, ხოლო მემორიალი – ცენტრალურ პარკში. ინიციატივა დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დეპუტატთა უმრავლესობის მოწონებაც დაიმსახურა.
ხელშეკრულება 300 ათას ლარზე მეტ თანხაზე უტენდეროდ, გამარჯვებული ესკიზების ავტორებს გაუფორმდებათ.
გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და ეჭვქვეშ დააყენა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა , ნატო დარბაიძემ. იგი უტენდეროდ მიღებულ პროექტებში სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს ხედავს.
დეპუტატის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ ხელშეკურლების უტენდეროდ გაფორმების მიზეზი ის არის, რომ ავტორებმა თავადვე უნდა განახორციელონ ძეგლის და მემორიალის მშენებლობა. ტენდერში კი – მონაწილეობას სხვა კომპანიებიც მიიღებდნენ.
დღესვე გადაწყდა, რომ ცვლილებები შესულიყო ახალციხის ბიუჯეტში და 75 ათასი ლარი პარკების და სკვერების რეაბილიტაციის მუხლში გადასულიყო. საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძეს თქმით თანხა ზემოთაღნიშნულ ძეგლის და მემორიალის მშენებლობას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადგმა ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ , სამცხის დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას დააანონსა.
ასევე, ჩატარდა ესკიზების კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლენილი გამარჯვებულები ძეგლის და მემორიალის დამონტაჟებას საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ივლისის თვიდან დაიწყებენ.