ისტორიაში პირველად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2024-ზე გავიდა.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სამ თამაშს გამართავს, მათ შორის პირველი თამაში დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება, სადაც საქართველო თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის ნახვა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, სკვერებთან დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი.
კერძოდ:
ადიგენის მუნიციპალიტეტი:
დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
სოფელი უდე, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
ასპინძის მუნიციპალიტეტი
დაბა ასპინძაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული ღია კინოთეატრი
ბაკურიანის ცენტრალურ პარკი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდის კულტურის სახლის დარბაზი
“საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე გამოიფინება საქართველოს დროშები და საფეხბურთო ატრიბუტიკა, მუსიკალური გაფორმებისთვის დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები, მოწყობილი იქნება კვების სივრცეები,” – ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.