“სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორის, მაკა ბერიძის მხრიდან სავარაუდო მუქარა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც “ქართული ოცნების” ღონისძიებას არ დაესწრებოდა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელმაც წინასაარჩევნოდ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები შეისწავლა.
საუბარია 8 სექტემბერს, ახალციხეში “ქართული ოცნების” ორგანიზებულ პარტიულ შეხვედრაზე. სადაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საჯარო მოხელეების, სკოლების და საბავშვო ბაღების მასწავლებლების გარდა “სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებიც იყვნენ.
მაშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა სტუდენტების მობილიზება მათ შორის ჯავახეთიდანაც. ერთ-ერთი მომხმარებლის,ელენე დალალიშვილის პოსტის მიხედვით სტუდენტებს დასწრების შემთხვევაში კარგ ქულებს ჰპირდებოდნენ, არ დასწრების შემთხვევაში კი “ბევრს დაკარგავდნენ”.
რამდენად ხდებოდა უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტების მობილიზება და მუქარა? – საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა ბერიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
“სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირების იძულება მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ ღონისძიებაში და მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს,”- ნათქვამია განცხადებაში. აქვე გეტყვით, რომ სწორედ 8 სექტემბრის პარტიულ შეხვედრას უკავშირდება “სამართლიანი არჩევების” სარჩელი, სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართულებით. ( იხილეთ სტატია: რა ეტაპზეა ISFED-ის სარჩელი შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საქმეზე )
რა ხდებოდა 8 სექტემბერს ახალციხეში ? – ნახეთ ჩვენს მეირ მომზადებული რეპორტაჟი:
Შორს მედიისგან – “ოცნების” პარტიული კონცერტი ახალციხეში