სალმონელა 27 000 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცში და საკვებად უვარგისი ტკბილი კარტოფილის 70% – შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი პროდუქცია უვარგისი აღმოჩნდა, რომლის ნაწილი ადგილზე გაანადგურეს, ხოლო ნაწილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა ხოლო, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა გამოვლინდა.