ნინოწმინდის სოფელ სამების საჯარო სკოლაში ქვეწარმავლების გამო სწავლა კვლავ შეჩერებულია. დირექტორის განცხადებით, მოსწავლეები სასწავლო წელს მეზობელი სოფლის, ჟდანოვის სკოლაში დაასრულებენ. სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.
სამებიდან ჟდანოვამდე მისასვლელად მოსწავლეებს ფეხით დაახლოებით ნახევარი საათი სიარული მოუწევთ. ემსახურება თუ არა მოსწავლეებს ტრანსპორტი? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ხსნარებით შეწამლეს, შედეგი არ დამდგარა. გვეუბნება, რომ სპეციალისტები მას შემდეგ, კიდევ იყვნენ შესაწამლად მისული, თუმცა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ გველების გამო სოფელ სამების საჯარო სკოლაში აუდიტორიული სწავლება თავდაპირველად 15 აპრილს შეჩერდა.