სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ახალციხეში კლინიკა “იმედში” იმყოფება, – ინფორმაციას კლინიკის მენეჯერი მზია კაკოშვილი გვაწვდის. მისივე თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკაში სამედიცინო დახმარების ხარისხს სწავლობენ.
სამედიცინო საქმიანობის რეგულაციების სააგენტო ახალციხის კლინიკაში მას შემდეგ შევიდა, რაც დაწესებულების ექთანი აცრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
ექთნის გარდაცვალების საკითხს იძიებს შსს-ც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.