ნატო-ს სამიტი 2021, რიგაში დღეს, 30 ნოემბერს გაიხნა და – 1 დეკემბრამდე გასტანს. ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC), შეხვედრაზე განიხილავს ნატო-ს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან – საქართველო, უკრაინა, შვედეთი და ფინეთი. სხდომაზე ყურადღება გამახვილდება რუსეთის ზეგავლენის ზრდის გამო, უკრაინა-რუსეთის შორის დაძაბულ ურთიერთობაზე. ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამიტის მონაწილეები აპირებენ განიხილონ ავღანეთში ნატოს მისიის საკითხი, რუსეთისა და ჩინეთის შეკავება, ასევე მასთან და სხვა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირენბული ახალი სტრატეგიული კონცეფციები.
სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხთან ერთად საერთაშორისო მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია საკუთრივ სამიტის გასამართი ლოკაციაც, რიგა, ბალტიიპისრა ქვეყნის დედაქალაქი. გარემოებას ყურადღებას აქცევს DW და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით:
“შეხვედრა რუსეთის საზღვართან ახლოს, NATO ზომავს მოსკოვის სამხედრო მანევრების პასუხს“
საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლობა სამიტზე, მხარეების შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, მსგავსი ფორმატები ნატო-ში ინტეგრირების გზაზე.
უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების მზარდი მობილიზაცია, შეშფოთების საგანია ლიეტუვისთვის და შესაბამისად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ეს საკითხი აუცილებლად იქნება მთავრი სამსჯელო ნატო-ს სამიტზე. გაბრელიუს ლანდსბერგის კომენტარს როიტერსი აქვეყნებს.
სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. დავით ზალკალიანის თქმით, ქართული დელეგაციის მიწვევა არის საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის პროგრესისა და ადაპტირების აღიარება.
სამიტს ასევე გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ: „საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები“
ავტორი: კოკა ქარდავა