ოფიციალური ინფორმაციით, დღეს სამცხე-ჯავახეთში გზებზე სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ახალციხე-ადიგენის გზაზე და ორი ახალციხე-ასპინძის გზაზე, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ავარიას ადამიანის დაზიანება არ მოჰყოლია. შესაბამისად, სამივე ავარია ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს, ჯარიმის სახით.
სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
Toktv.ge