ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა“ სავარაუდოდ ყოფილ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და „რელიგიის სააგენტოს“ სამსახურის ყოფილ უფროსს, გელა კვარაცხელიას წარადგენს. ამის შესახებ ჩვენ თავად კვარაცხელიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტ საბჭოს ჯერ არ მიუღია.
გელა კვარაცხელია სამცხე–ჯავახეთის, გუბერნატორი 2003 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე იყო, მანამდე კი 1999 წლიდან პარლამენტის წევრი იყო „მოქალაქეთა კავშირიდან“. ასევე 2013-17 წლებში იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამსახურის უფროსი.
კვარაცხელიას ამ დროისთვის პარტიების შეწირულობა არ უფიქსირდება.
კითხვაზე, რა არის რეგიონში ნომერ პირველი პრობლემა და რა მეთოდებით აპირებს აღმოფხვრას? გვპასუხობს, რომ „პირველ რიგში აუცილებელია თვითმმართველობების უფლებების გაზრდა.“
პარტიას ამ დრომდე არ დაუსახელებია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯავახეთში.
სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე დაასახელა „ევროპულმა საქართველომ“- ზურაბ ჩილინგარაშვილი; ენმ-მ – ვაჟა ჩიტაშვილი; მმართველმა პარტიამ – ანტონ ობოლაშვილი; „თავისუფალმა საქართველომ“ – გოდერძი კუბლაშვილი და „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზამ“ – ზურაბ ხუციშვილი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში სამი დეპუტატის ნაცვლად ორი დეპუტატი აირჩევა.